spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლუდმილა დენისოვა საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს.

 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მან დეტალური ინფორმაცია მიიღო ქართველი კოლეგგის ნინო ლომჯარიასგან, ცენტრ “ემპათიიას” ხელმძღვანელის მარიან ჯიშკარიანის, ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას და ადვოკატებისგან. 

 

დენისოვა მოშიმშილე პრეზიდენტისთვის გლდანის ციხეში არსებულ პირობებს უკიდურესად უარყოფითდ აფასებს და აცხადებს, რომ ეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაჩინო მაგალითია. 

 

უკრაინელი სახალხო დამცველის დასკვნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა. 

 

“უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, ეუთო/ოდირის ხელმძღვანელს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციასა და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას. 

 

ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის უფლებას, უსაფრთხოებას, შესაბამის სამედიცინო დახმარებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას”, – აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები