spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლუკაშენკო – ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის ტარების უნარი უკვე აქვთ

ბელარუსის რეჟიმის მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთს ბირთვული იარაღით დაემუქრა და განაცხადა, რომ ბელარუსის სამხედრო ავიაცია უკვე გადაკეთდა მათ გადასატანად.

 

“დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერტმფრენები, თვითმფრინავები, თუ ვითარების ესკალაციაზე წავლენ, მათ ვერ გადაარჩენს.

 

მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში განვიხილეთ, რომ ბელარუსის სუ-24 თვითმფრინავებსაც გადავაკეთებდით, რათა მათ ბირთვული იარაღის ტარება შეძლებოდათ.  ყველაფერი მზად არის”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ლუკაშენკოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები