ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, აშშ და დასავლეთი ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს, მაგრამ ვერ დააჩოქებენ.
მისი თქმით, ბელარუსი უკრაინაში რუსეთის “სპეცოპერაციას” მხარს უჭერს, რადგან რუსეთს უკრაინაში ომი რომ არ დაეწყო, უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო დარტყმას განახორციელებდა.
“ისინი ადანაშაულებენ რუსეთს, რომ რუსეთი აგრესორია და ჩვენც ამავდროულად. დიახ, არა. მაშინ პრევენციული სპეცოპერაცია რომ არ დაწყებულიყო, უპირველეს ყოვლისა, ბელარუსზე მოხდებოდა სარაკეტო დარტყმა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, დასავლეთი და აშშ ზეწოლას ახდენენ სიტუაციაზე.
“ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთი დააჩოქონ, მაგრამ ვერ დააჩოქებენ”, – აღნიშნა მან.