ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა.
“ყველანი ვხვდებით, რომ მარადიული არ ვარ. ამ არჩევნებში არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, არ მინდოდა, რამდენიმე თვის წინ, პალატის საბჭოსთან შეხვედრაზე, ეს გადაწყვეტილება გავუზიარე ნატალია კოჩანოვას. ვუთხარი: როდემდე შეიძლება ასე? უკვე 30 წელი გავიდა, ცოტათი უხამსობაა, თითქოს სხვა არავინ არის”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აღიარებს თუ არა ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.
“აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს. მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო. ეს არის მთავარი და მერე თქვენი საქმეა, თუ აღიარებთ, გამოგეხმაურებით და მადლობას მოგახსენებთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.