ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული 30 ადამიანი შეიწყალა, – ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეწყალებულებს შორის 14 ქალი და 16 კაცია. მათგან ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არის რამდენიმე პენსიონერი.
როგორც ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და ვალდებულება აიღო, კანონმორჩილი ცხოვრების წესით იცხოვროს.
2020 წლის აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს ბელარუსში ასობით ადამიანი დააკავეს.