“ლუკოილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 67 წლის რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მკურნალობდა.
როგორც რუსული მედია წერს, მაგანოვმა შესაძლოა, ავადმყოფობის გამო თავი მოიკლა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.