მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
“სამეფო კლუბმა” ფინალში “ალ ჰილალი” 5:3 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა და გულშემატკივარმა რვა გატანილი გოლი იხილა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე კონტინენტთა ჩემპიონები ასპარეზობენ და ხშირ შემთხვევაში ევროპული გუნდების ტრიუმფით სრულდება, ამჯერადაც ტიტული “უეფას ჩემპიონთა ლიგის” გამარჯვებულმა მოიპოვა.
მადრიდის “რეალი” ისტორიაში მეხუთედ გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი და ის ამ შედეგით საუკეთესოა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი