“ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალური ეტაპის ყველაზე ყველაზე საინტერესო წყვილი ერთმანეთს “ენფილდზე” დაუპირისპირდა.
“ლივერპულმა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.
შეხვედრა მერსესაიდელთა სრული უპირატესობით დაიწყო და ინგლისელები მე-14 წუთისთვის უკვე 2:0 უგებდნენ მეტოქეს, თუმცა “სამეფო კლუბმა” მალევე მოახერხა თამაშში დაბრუნება და მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება.
მადრიდელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს.
“რეალის” რიგებიდან გამოსარჩევია ვინისიუს ჟუნიორის თამაში, რომელმაც ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში, ასევე დუბლი შეასრულა კარიმ ბენზემამ და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლუკა მოდრიჩმა.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 15 მარტს, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი