spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაღლივ კორპუსში სტუდენტებს და “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს თავს დაესხნენ

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ხმაური და დაპირისპირება იყო. 

 

მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წევრები უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ, როცა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა სტუდენტების კამპანიის ჩაშლა სცადეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ნიკოლოზ მელიქიშვილია, “ქართული ოცნების” ისნის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთიდან. 

 

მათი მტკიცებით, 3 ივლისის აქციის უკან  “დესტრუქციული  ოპოზიცია” დგას და სტუდენტებს არ აქვთ უფლება, სტუდენტებს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდონ.

 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

“შინ ევროპისკენ” წევრებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმები გუშინ რეგიონებშიც მოხდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები