ტელეწამყვანი მაია ასათიანი აცხადებს, რომ მისთვის ტელე სამყარო დაიკეტა.
როგორც ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, ძალიან უნდა ტელეეკრანებზე დაბრუნება, თუმცა ვერ ბრუნდება.
“ბევრი მეკითხება როდის დავბრუნდები, ეს ერთი წელი საოცრად მჭირდებოდა ყველაფრის გასანაალიზებლად, საკუთარ თავში გასარკვევად.
ძალიან მენატრება ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე! ტკივილამდე მაკლია, თუმცა არ კი არა, ვერ ვბრუნდები!!! ტელე სამყარო დაიკეტა ჩემთვის! მიზეზი? რა გითხრათ აბა? არ ვიცი მიზეზი”, – წერს ასათიანი.
მაია ასათიანის საავტორო გადაცემა “პროფილი” წლების განმავლობაში “რუსთავი 2”-ის ეთერში, რამდენიმე თვე კი “ტვ პირველზე” გადიოდა.