spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მაია ბითაძე – მრცხვენია, რომ ვიცნობ ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი

მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ, ადამიანებს – ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი – სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტივად-არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ“, – წერს ბითაძე.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილის მისამართით წერს, რომ “საქართველოს სირცხვილია“, რომ ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და არ ეგონა, თუ „რუსულ დეზინფორმაციაში ასე ჩაეწერებოდა“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები