spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მაია ბითაძე – როგორც პრეზიდენტს და ქალბატონს ვთხოვ, ქვეყანას დამატებით ზიანს ნუ აყენებს

პრეზიდენტის განცხადება სამწუხაროა და ცოტა ბავშვურ თამაშს ჰგავს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“მთავრობამ განმარტა, რომ თანხმობა დროზე გასცა. საუბარია ბიუროკრატიულ პროცესებზე, რაც კარგად არის ცნობილი. შარშან პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევა რამდენიმე საათით ადრე გვთხოვა, რაც ბევრი ადამიანის მობილიზებასთან არის დაკავშირებული და ეს არც ისე მარტივია. მთავრობისგან თანხმობას რამდენიმე დღით ადრე როცა იღებ, მგონი, ფუჭი და ზიანის მომტანია შემდეგ გაკეთებული განცხადებები. 

 

ვთხოვ, როგორც პრეზიდენტს და ქალბატონს, ჩვენს ქვეყანას დამატებით ზიანს ნუ აყენებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები