სალომე ქურასბედიანს ესხმიან თავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალი დეპუტატია ამ მოწვევის და არის უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო! – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ყოველდღე ვფიქრობ სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცეტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით. სალომე ქურასბედიანს ესხმიან თავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალი დეპუტატია ამ მოწვევის და არის უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო! რომელიც რამდენიმე წელი ჩემი კომიტეტის აპარატის უფროსი იყო. არც ბრიფინგის ტექსტს უსმენენ! საერთოდ არ აინტერესებს რას ამბობს ვენეციის კომისიის დასკვნაზე! არა, მთავარია აგრესიულები იყვნენ! სამარცხვინოა!
ამ ძალადობაზე რას იტყვით? სამართლიანო ქალბატონებო? ეს კარგია ხო? დემოკრატიულია სავარაუდოდ,
P.S. კადრს მიღმა უარესები იკადრეს..“, – წერს მაია ბითაძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=316&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FMBitadze%2Fvideos%2F779000130965043%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>