ჩანს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ასევე, ჩანს ის, რომ სამართალდამცველები არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შსს ვალდებული იყო, რომ პრევენციული ზომები მიეღო სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
“როდესაც წინასწარაა გაჟღერებული ასეთი მუქარა ძალადობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანო პრევენციულად ვალდებულია, რომ ღონისძიებები მიეღო შსს-ს, იმ ადგილას აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ სამართალდამცველები.
აი, აქ კი ჩანს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ასევე, ჩანს ის, რომ სამართალდამცველები არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები 18 თებერვალს ესროლეს.