ვხედავთ მანტიაშემოცლილ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ საქმეებს მხოლოდ იმისათვის, რომ პირადი და პარტიული ანგარიშსწორება დაგვანახონ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რომ არაკვალიფიციური მოსამართლეები იყვნენ მართლმსაჯულების სისტემაში.
“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რომ არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური მოსამართლეები იყვნენ მართლმსაჯულების სისტემაში წარმოდგენილები და მათი მიზანი არის არა მართლაც სამართლიანობის დადგენა, არამედ ისევ ფარსის შექმნა საზოგადოებაში.
ჩვენ ვხედავთ მანტიაშემოცლილ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ საქმეებს მხოლოდ იმისათვის, რომ პირადი და პარტიული ანგარიშსწორება დაგვანახონ”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.