spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაიკ პენსი – ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას არ “დაუწყია” ეს ომი, რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

“ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას არ “დაუწყია” ეს ომი. რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გზა მშვიდობისკენ ჭეშმარიტებაზე უნდა დაფუძნდეს”, – წერს პენსი.

ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ომის დროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება. ამერიკის ლიდერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები