კომპანია “მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის “ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია.
მისივე ინფორმაციით, არსებული პრობლემის გამო რამდენიმე სერვისი შეფერხებით მუშაობს.
კომპანია “მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი დღეს გამოიწვია. გლობალური გათიშვის გამო ევროპაში აეროპორტების უმეტესობა შეფერხებით მუშაობს.
პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია. შეფერხების გამო კატოვიცეს მიმართულებით რეგისტრაცია 20 წუთით შეჩერებული იყო. ქუთაისი-ბერლინის რეისი კი პოზნანში დაეშვა.