ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება ჯანმოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევის ზრდის გამო მიიღეს.
ჯანმოს დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 5 ადამიანი გარდაიცვალა.