spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაიორი კუდრიაშოვი – ბახმუტში რუსეთის რეგულარული ჯარების 72-ე ბრიგადის ნაწილი განადგურებულია

რუსეთის 72-ე ცალკეულმა მოტომსროლელთა ბრიგადამ ბახმუტში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ფაქტობრივად განადგურებულია ერთი ბატალიონი, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 სპეციალიზებული ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა როდიონ კუდრიაშოვმა განაცხადა.

 

“ჩვენ ასევე ვნახეთ ბევრი სამხედრო მოსამსახურე “ვაგნერიდან”, ან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებიდან, რომლებმაც სასწრაფოდ დატოვეს პოზიციები ოპერაციის დაწყებამდე ან იმ პერიოდში, როდესაც მათ შეეძლოთ უსაფრთხოდ დაეტოვებინათ პოზიციები”, – განაცხადა მე-3 სპეციალიზებული ბრიგადის მეთაურმა.

 

უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევის შედეგად ბახმუტში თავიანთი პოზიციებიდან პირველები “ვაგნერის” დაქირავებულები გაიქცნენ. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ბახმუტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე მოტომსროლელი ბრიგადის გაქცევის შესახებ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები