არ მგონია, რომ ამ საზოგადოებაში ბევრი იყოს კიდევ დარჩენილი, ვისაც უკვირს ამ ადამიანებისგან თაღლითობა, – ასე გამოეხმაურა მაკა ბოჭორიშვილი ჰოლანდიელი ინვესტორის მოთხოვნას, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ მას 400 ათასი დოლარი უნდა დაუბრუნონ.
“ამით ალბათ, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, თუ უკვე არ არიან დაინტერესებულები. არ მგონია, რომ ამ საზოგადოებაში ბევრი იყოს კიდევ დარჩენილი, ვისაც უკვირს ამ ადამიანებისგან თაღლითობა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა
“იმედის” ინფორმაციით, ჰოლანდიელი ბიზნესპარტნიორი ხაზარაძე-ჯაფარიძეს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვს. დაზარალებული ბიზნესმენის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში წავიდეს.