spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკა ბოჭორიშვილი – არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის მინიშნებები

ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, ამდენი ოპოზიციური პარტიაა, სადაც გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ისე, რომ ადამიანებს შეუძლიათ, გააპროტესტონ რაღაც თავისუფლად, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ “საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

მისივე თქმით, ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა დასვან კითხვები და შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი – “მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს“.

“არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის ხოლმე მინიშნებები. ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც არის ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, სადაც არის  ამდენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, სადაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი ისე, რომ ადამიანებს შეუძლიათ, თვეების განმავლობაში გააპროტესტონ რაღაც თავისუფლად, თუ ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას დამისახელებს ვინმე, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე.

ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ [ჟურნალისტები] მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი. ამისთვის არის საჭირო ასეთი განცხადებები. მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები