ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში, – განაცხადა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ოფიციალურ თბილისს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან, რომელსაც არაკანონიერად უკავია ქვეყნის ტერიტორიის 20%.
“ამ პირობებში ჩვენი ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო ფორმატებში გამორიცხულია. რუსეთი მთავარი გამოწვევაა. საქართველომ უნდა იმოქმედოს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა არ დააზარალოს საკუთარი ინტერესები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.