ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი ირაკლი ჩიქოვანი 31 აგვისტო-2 სექტემბერს ბრიუსელში, სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხების, მათ შორის, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის განხილვა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროპელი კოლეგების მხრიდან მხარდაჭერის განმტკიცება.