spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკა ბოჭორიშვილი – გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების  კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

“გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის“, –  განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროაკავშირთან  ასოცირების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესს.

 

“ამჟამად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე და ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით, მიუხედავად უსაფრთხოების იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე დგას ჩვენს წინაშე“, –  განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მისი თქმით, კანდიდატ ქვეყნებს სჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, იმისათვის, რომ დაჩქარდეს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.

 

“ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე კანდიდატ ქვეყნებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“, –  განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

COSAC-ის პლენარული სესიაში, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა – ბელგია მასპინძლობს ბრიუსელში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების დელეგაციები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები