spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკა ბოჭორიშვილი – კოპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება და თუ ეს შენიშვნაა, ის პროცესში მონაწილე ყველა მხარეს ეხება

კოპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება და თუ ეს შენიშვნაა, ის  პროცესში მონაწილე ყველა მხარეს ეხება, – ამის შესახებ  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა Front  News-ს საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარის სვენ მიქსერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც,  საქართველოში კომპრომისის უნარი ქვეყანაში არ არის ჯეროვნად დაფასებული და ქართველმა დეპუტატებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისას ერთიანობის დემონსტრირების შანსი ხელიდან გაუშვეს. 

 

“ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ეს შენიშვნა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს ეხება.

 

“მმართველი პარტია პასუხისმგებლობას არ გაურბის,  თუმცა ეს შენიშვნა, თუ ასე დავარქმევთ, ეხება   პროცესში მონაწილე ყველა მხარეს.  კომპრომისი არ შეიძლება იყოს ცალმხრივი.  რა თქმა უნდა,  მმართველ პარტიასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

 

როგორც დეპუტატი მიიჩნევს, მოწოდებები სიტუაციის ცვლასთან ერთად იცვლება. 

 

“ჩვენს ეს დიალოგი მუდმივად გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, რას მოელიან ისინი,  რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ნახონ. თუ ერთი წლის წინ ჩვენ გვესმოდა მოწოდებები, რომ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს დაეკავებინათ ადგილი პარლამენტში, სადაც არჩეული იქნენ ხალხის მიერ, დღეს ეს მოწოდებები ჩანაცვლდა სხვა მოწოდებებით, რაც ბუნებრივია. ეს ყველაფერი დაკავშირებულია პოლიტიკური კულტურის ცვლილებასთან ჩვენს ქვეყანაში, რაც სასიცოცხლოდ გვჭირდება და ყველა ვაღიარებთ ამას,  რომ გვჭირდება. საჭიროა დროც და ჩვენი დამოკიდებულებების ცვლილება ერთმანეთთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

 

მისი თქმით, დღეს  მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა საქართველოში ვიზიტად ევროპარლამენტარმა. 

 

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი ჩამოვიდა ქვეყანაში  და ხვდება ყველა პოლიტიკურ ძალას, რაც ქართულ პოლიტიკურ სიცრცეში მიმდინარე მოვლენების სრულ სურათს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით საქართველო ჩართული იყოს ამ დიალოგში, მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაცია ჩვენს ხედვებზე, მეორე, რაც შეეხება ჩვენს ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებთ, ამ თვალსაზრისით ერთია, რომ ჩვენ ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას და მეორე, რამდენად არის ის მხარდაჭერა, რაც გვჭირდება, რომ ეს პერსპექტივა იყოს რეალური საქართველოსთვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა დღეს ევროპარლამენტარმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები