spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ დელიში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ეწვია.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation (ORF)-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – Raisina Dialogue, რომელიც ყოველწლიურად იმართება ნიუ დელიში.

“კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა კავკასიის რეგიონის, გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა და ეკონომიკური ტენდენციების თემებზე გამართულ პანელურ დისკუსიებში; ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან.

Raisina Dialogue მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა, რომელსაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გახსნის. კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები, ბიზნესლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები განიხილავენ გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების, ეკონომიკური ტენდენციების საკითხებს და მრავალმხრივ თანამშრომლობას ამ მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ინდოეთის რესპუბლიკაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები