spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო და აზერბაიჯანი კარგად უმკლავდება სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს

“ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად“ – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარი ჩარევის მცდელობები, როგორ წესი, ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

“უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ხშირად მომდინარეობს სხვადასხვა სახის ჩარევებისგან“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობასთან მიმართებაში აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც “მიმართული არის და იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაძლებლობების უკეთ და პოზიტიურად გამოყენებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ სარგებლიანები ჩვენი ხალხების და უფრო ფართო რეგიონისთვის“.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და მხარში დგომის არაჩვეულებრივი ისტორია აქვთ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები