საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის “განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“.
“ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში […] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია.
თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში.