spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკა ჩიკვილაძე – ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ხელისუფლებას მოგიწოდებთ, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ჩვენს შვილებზე

ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ, გთხოვთ ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე წერს.

 

“ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ:

 

გთხოვთ ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აწუხებთ საკუთარი მომავალი და აქვთ კონკრეტული შიშები ამ მომავლის სწორი, არჩეული მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით.

 

მოგიწოდებთ, ნუ დაუპირისპირდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და ნურც საზოგადოებას დააპირისპირებთ ერთმანეთთან. ეს არათუ განვითარებას არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არ მოიტანს არაფერ კარგს საქართველოსთვის.

 

არა გაუგებარ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს!

 

კი ევროპას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, მომავალი თაობის არჩევანს!”, – წერს მაკა ჩიკვილაძე. 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmaka.chikviladze.7%2Fposts%2Fpfbid0266S8ugbAZW8k6BcHxpoGjFPzSSgVR5iSR4ndBLCD2gj911YTCjrSLjL8YYQCFXb4l&show_text=true&width=500&is_preview=true” width=”500″ height=”420″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები