საქართველო იყო სწორ გზაზე და სამწუხაროდ, მისმა ახლანდელმა მთავრობამ შეაჩერა ეს პროცესი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ პირობები უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა დასანქცირდნენ ის პირები, ვინც არჩევნები გააყალბა.
“მივესალმები ევროპარლამენტის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით იმ ხალხთან, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვის და ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ კრიზისს საქართველოში.
ჩვენ გვსურს, რომ თავისუფლებამ გაიმარჯვოს და ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნება აღსრულდეს, რათა გაგრძელდეს ამ დიდებული ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ყველა, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებული არჩევნებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უნდა დასანქცირდეს. არ შევეგუებით მსგავს ქმედებებს. თუ ქართველი ხალხის სურვილი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა გააგრძელებს თავის ევროპულ გზას. საქართველო იყო სწორ გზაზე და სამწუხაროდ, მისმა ახლანდელმა მთავრობამ შეაჩერა ეს პროცესი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ პირობები უნდა შესრულდეს”, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა “მთავარ არხთან”.