მახინჯაურში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.