spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონი – გადავწყვიტე დავიწყო სტრატეგიული დისკუსიები ჩვენი ბირთვული იარაღით მთელი კონტინენტის დაცვასთან დაკავშირებით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა გახსნას დისკუსია საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად.

“ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალები გვიცავენ ჩვენ. ისინი ფრანგები არიან. 1964 წლიდან ისინი ყოველთვის ასრულებდნენ როლს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. მე ასევე გადავწყვიტე დავიწყო სტრატეგიული დისკუსიები ჩვენი ბირთვული იარაღით მთელი კონტინენტის დაცვასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნების მეთაურებსა და მთავარსარდლებზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობა შეერთებული შტატების არასტაბილური პოზიციის ფონზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები