ისრაელის მიზანი, გაანადგუროს პალესტინის ტერორისტული მოძრაობა “ჰამასი”, ათწლიანი ომის დაწყების რისკს ქმნის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, “ჰამასის” განადგურების მიზნის მიღწევა ნიშნავს, რომ “ომი 10 წელი გაგრძელდება“.
“ამიტომ, ეს მიზანი ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს.
ეს ვითარება მოითხოვს მზარდ ძალისხმევას ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის მისაღწევად, “ჰამასის” მიერ დაკავებული ყველა მძევლის განთავისუფლებისთვის, ღაზასთვის უფრო სასწრაფო დახმარების გაწევისა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მაკრონმა.