spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონი – მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე: კიბერჩარევა, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება

მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს.

“დემოკრატიის ევროპული მოდელი ასევე არის განსახილველი საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე: კიბერჩარევა, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა.

მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები