საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურება.
“ბუენოს-აირესიდან რომამდე, პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას ყველაზე ღარიბებისთვის სიხარული და იმედი მოეტანა, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა. დაე, ეს იმედი განუწყვეტლივ აღდგდეს მის შემდეგაც.
ჩემს მეუღლესთან ერთად ყველა კათოლიკეს და გლოვით მოცულ მსოფლიოს ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას ვუგზავნით”, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.