spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონი – საფრანგეთი და ბრიტანეთი აპირებენ, უკრაინის კონტრშეტევაში დაეხმარონ

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უახლოეს პერსპექტივაში აპირებენ, დაეხმარონ უკრაინას კონტრშეტევაში, – ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“ჩვენი სურვილია უახლოეს პერსპექტივაში დავეხმაროთ უკრაინას გაუძლოს და დაიწყოს კონტრშეტევა, რომლის განხორციელებაც სურს“, – განაცხადა მაკრონმა.

 

პარიზში შეხვედრისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხელს მოაწერენ შეთანხმებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად მაღალი სიზუსტის დარტყმის იარაღის შემუშავებაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები