საფრანგეთი იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ევროპაში მშვიდობა სუფევდეს, ეს არის ქვეყნისთვის ფუნდამენტური ინტერესი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს.
საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა კოლეგებთან ევროკავშირიდან, ასევე კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან.
“საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია. ჩვენ გვინდა გრძელვადიანი და საიმედო მშვიდობა უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და შევასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი”, – წერს მაკრონი.
მან განმარტა, რომ ევროპა იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიზანს – დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ამავდროულად, მისი თქმით, ევროპის ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები დაცული უნდა იყოს;
მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს საიმედო და სანდო გარანტიები.
გასათვალისწინებელია ევროპელების უსაფრთხოების ინტერესები.
მაკრონის თქმით, საჭიროა თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდა და ევროპისთვის შესაძლებლობების გაძლიერება. ამ საკითხზე გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში და კვირებში მიიღება.