spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მაკრონი – თუ რუსეთი განაგრძობს დროის გაყვანას და უარს მშვიდობაზე, ამას გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს

სანამ ჩვენ ყველა პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რუსეთი აგრძელებს ომს და ამას ახალი ძალით აკეთებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

“უკრაინაში ეროვნული გლოვის დღეს, ვფიქრობ ბავშვებზე და ყველა მშვიდობიან მოქალაქეზე, რომლებიც რუსეთის სასიკვდილო თავდასხმების მსხვერპლი გახდნენ, მაგალითად, კრივი-რიჰზე 4 აპრილს. წუხელ, რუსეთის მრავალი დარტყმა ისევ კიევისა და უკრაინის რამდენიმე სხვა ქალაქის საცხოვრებელ უბნებზე იყო მიმართულ.

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადება სრული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სანამ ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რუსეთი აგრძელებს ომს და ამას ახალი ძალით აკეთებს”, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული დარტყმები უნდა შეწყდეს და თუ მოსკოვი განაგრძობს უარს მშვიდობაზე, “გადამწყვეტი ქმედებები” უნდა მოჰყვეს.

“რუსული დარტყმები უნდა შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე. თუ რუსეთი განაგრძობს დროის გაყვანას და უარს მშვიდობაზე, ამას გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს. კიდევ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოს რუსეთმა შეერთებული შტატების და უკრაინის სამშვიდობო წინადადებების იგნორირება, განაგრძოს ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა?”, – განაცხადა მაკრონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები