spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონი – უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ისე, როგორც არასდროს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან მის ფონზე.

 

“ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარია და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა მაკრონმა.

 

“უკრაინის გამარჯვება ეგზისტენციალურია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, – განაცხადა თავის მხრივ კრისტერსონმა და ხაზი გაუსვა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე ევროკავშირის რეაგირების მნიშვნელობას.

 

შვედეთის მთავრობის მეთაური სამშაბათს პირველად ეწვია პარიზს 1 იანვარს ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის გადაბარების შემდეგ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები