აღმოსავლეთით ბრძოლების დროს არის დღეები, როცა რუსეთი უკრაინაზე ათჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს.
“სამწუხაროდ, დანაკარგები ომის გარდაუვალი შედეგია. დანაკარგების გარეშე ბრძოლები არ არის. მეომრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მტრის ფიზიკური ძალის განადგურება”, – წერს მალიარი.
მისივე თქმით, მტერს ასევე დიდი დანაკარგი ჰქონდა 2014-2015 წლებში, თუმცა ახლა ეს თანაფარდობა თითქმის გაორმაგდა.
“აღმოსავლეთში არის ისეთი დღეები, როდესაც დაღუპულთა თანაფარდობა 1-დან 10-მდე აღწევს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველდღე ასე არ არის და საშუალო კოეფიციენტი უფრო დაბალია, მაგრამ ნაკლები“, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.