ბახმუტის მიმართულებაზე ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია, რადგან რუსებს დანაკარგები არ აჩერებთ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“მტერი ცდილობს ჩართოს არა მხოლოდ “ვაგნერელები”, არამედ პროფესიონალი მედესანტეები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, პერსონალის უზომოდ მაღალი დანაკარგიც კი არ აჩერებს მტერს, თუმცა, ისინი აიძულებენ რუსეთის სარდლობას უფრო ემოციურად მიიღონ გადაწყვეტილებები.
“ჩვენ დამცველებს უწევთ, რთულ პირობებში შეაჩერონ მტრის წინსვლა“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მალიარის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობის ყველა სამხედრო გადაწყვეტილება და ყოველი ნაბიჯი დაბალანსებულია.
“შექმნილ ვითარებაზე რეაგირება ხორციელდება კომპეტენტურად, ყველა გარემოების, ამოცანების და სამხედრო მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.