უკრაინული ძალების კონტრშეტევა ბახმუტთან გრძელდება და ოკუპანტები ხაფანგში არიან, რუსები ბახმუტს ვერ ტოვებენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი დამცველები ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე წინ მიიწევენ.
“ჩვენ უკვე მივაღწიეთ ბევრ დომინანტურ სიმაღლეს და მტერი ფაქტობრივად იქ არის ჩამწყვდეული, რადგან ისინი ბახმუტიდან ვერ გავიდნენ და სრულად ვერ გადაადგილდებიან თავად ქალაქში”, – განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, სასტიკი ბრძოლა გრძელდება კლიშჩიივკას, კურდიუმივკას და ანდრეევკას დასახლებებთან.
როგორც მალიარმა აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ამ მიმართულებით, არის წარმატებები.