spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მალიარი – მტერი ვერ ახერხებს ბახმუტთან დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, ჩვენი ჯარისკაცები ყველა თავდასხმას იგერიებენ

ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების წინსვლის ტემპი შენელდა, თუმცა წარმატებით იგერიებენ მტრის ყველა შეტევას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი წერს. 

 

მისი თქმით, რუსები ახლა ცდილობენ გააგრძელონ ოკუპაცია ბახმუტის მიმართულებით რამდენიმე ათასი ადამიანით ჯარების რაოდენობის გაზრდით. ასევე, მტერი სარგებლობს მძიმე არტილერიით და ჭურვების რაოდენობით.

 

მალიარმა აღნიშნა, რომ რუსების თავდასხმები გრძელდება მძიმე დანაკარგების ფასად, რაც არაპროპორციულად აღემატება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს. მისივე თქმით, ბახმუტში მტერი ნაგებობებს ფერფლად აქცევს და მხოლოდ საძირკველს ტოვებს.

 

“ბახმუტის შემოგარენში, დღეს ჩვენი ჯარების წინსვლის ტემპი გარკვეულწილად შემცირებულია. ამავდროულად, მტერი ვერ ახერხებს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ჩვენი ჯარისკაცები ამ მიმართულებით მტრის ყველა თავდასხმას იგერიებენ”, – განაცხადა მალიარმა.

 

მისი თქმით, უკრაინის სამხედროები აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კერძოდ: მტრის განადგურებას, მტრის შეტევითი პოტენციალის შემცირებას და სხვა დაგეგმილი მოქმედებებისთვის დროის მოგებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები