spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მალიარი – ოკუპაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსებმა სოლედარზე ახალი იერიში დაიწყეს

რუსეთის ჯარებმა მძლავრი შეტევა დაიწყეს სოლედარზე (დონეცკის ოლქი) მას შემდეგ, რაც მათ ვერ მოახერხეს ქალაქის ოკუპაცია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს.

 

”სოლედარის მიტაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მტერი გადაჯგუფდა, განაახლა დანაკარგები, განალაგა დამატებითი თავდასხმის რაზმები, შეცვალა ტაქტიკა და დაიწყო ძლიერი შეტევა”, – განაცხადა მალიარმა.

 

მისი თქმით, ახლა ოკუპანტებმა შეტევაში დიდი რაოდენობით თავდასხმის ჯგუფები ჩართეს, რომელიც ჩამოყალიბებულია “ვაგნერის” საუკეთესო რეზერვებიდან.

 

“მტერი მიიწევს თავისი ჯარისკაცების ცხედრებზე, მასიურად იყენებს არტილერიას, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს და ნაღმტყორცნებს, ცეცხლით ფარავს საკუთარ ჯარისკაცებსაც კი. ჩვენი დამცველები გაბედულად იცავენ მშობლიური მიწის ყოველ მეტრს. სასტიკი ბრძოლები ახლაც გრძელდება”, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები