spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მალიარი – უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მტრის განადგურებას და უკვე აიყვანეს მრავალი ტყვე

დღეს ბახმუტის მიმართულებით საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ვითარება დინამიურად ვითარდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

 

“ჩვენი ჯარები ეტაპობრივად მიიწევენ წინ ორი მიმართულებით ბახმუტის შემოგარენში. კონკრეტული ციფრები ახლა არ იქნება, რადგან აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს”, – განაცხადა მალიარმა.

 

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მტრის განადგურებას და უკვე აიყვანეს მრავალი ტყვე.

 

თავად ქალაქში კი, სამინისტროს მონაცემებით, ვითარება უფრო გართულებულია.

 

”თუმცა, სარდლობის კომპეტენტური დაგეგმვისა და ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობის წყალობით, მტერი ვერ ახერხებს ქალაქის კონტროლის ქვეშ აყვანას”, – განაცხადა მალიარმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები