spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მალიარი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანდრეევკა გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში ანდრეევკა გაათავისუფლეს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

 

”ანდრეევკა ჩვენია”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

 

“უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მდებარე სოფელ ანდრეევკაში შევიდნენ და ახალ პოზიციებზე მაგრდებიან. ახლა ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ. 

 

ჩრდილოეთ ფლანგზე რუსები ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ხოლო სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულ ძალები წარმატებით მიიწევენ წინ”, – განაცხადა მალიარმა.

 

მისივე თქმით, ძირითადი ბრძოლები გრძელდება ანდრეევკას, კურდიუმივკას და კლიშჩიივკას რაიონებში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები