spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მალიარი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან 20 კილომეტრი გაათავისუფლა, მტერი მთლიანად ანადგურებს ქალაქს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან 20 კილომეტრი გაათავისუფლა, მაგრამ რუსები ქალაქში მიიწევენ წინ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ინფორმაცია საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ უნდა განიხილებოდეს თავდაცვის ოპერაციის ყველა ღონისძიების კომპლექსში და არა კონტექსტიდან ამოღებული.

 

“მაგალითად, ბოლო რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ბახმუტის გარეუბანში, ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ქალაქ ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით. გარდა ამისა, მტერი პროფესიონალი მედესანტეების ნაწილებს იზიდავს“, – წერს მინისტრის მოადგილე.

 

მალიარის თქმით, მძიმე ბრძოლები სხვადასხვა შედეგებით გრძელდება.

 

“ის, რომ ბახმუტის დაცვა ამდენი თვე გრძელდება და გარკვეულ მონაკვეთებზე კი არის პროგრესი – ეს არის ჩვენი მებრძოლების სუპერ ძალისხმევა და თავდაცვის სარდლობის მაღალი პროფესიონალიზმი“, – აცხადებს მალიარი.

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ოკუპანტებს აქვთ უპირატესობა ხალხის რაოდენობით და იარაღით. ამასთან, უკრაინელი სამხედროების მოქმედებების წყალობით, მტერი გასული ზაფხულიდან ვერ ახერხებს ბახმუტის მიმართულებით თავისი გეგმების რეალიზებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები