spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მალიუკი – უკრაინას აქვს ყირიმის ხიდის სრული განადგურების პოტენციალი, ყველაფერს თავისი დრო აქვს

ყირიმის ხიდზე წარმატებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია არ იყენებს მას იარაღისა და განადგურების საშუალებების მისაწოდებლად. აქამდე დღეში 42-46 მატარებელი გამოიყენებოდა იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასაზიდად, ახლა მხოლოდ 4-5 მატარებელია, აქედან ოთხი სამგზავრო, ერთი საერთო მოხმარების საქონლის, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილი მალიუკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოკუპანტები მის სრულ აღდგენაზე მუშაობენ და თუ ეს მოხდება, უკრაინული მხარის რეაქცია შესაბამისი იქნება.

 

“როდესაც ისინი აღადგენენ საყრდენებს, შესაძლოა, პოტენციურად დაიწყონ ხელახლა საბრძოლო მასალის გადაადგილება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი სრული განადგურების პოტენციალი”, – განაცხადა მალიუკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები