spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მალხაზ მაჩალიკაშვილი – ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე, ვინ ვინ არის, ვინ საით მიდის, ამ შემთხვევაში შევძლებთ ამომრჩევლის მოზიდვას

ელექტორატი რომ მოვიზიდოთ, ადამიანებს სიმართლე უნდა ვუთხრათ,  – ამის შესახებ სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა,  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს. 

 

მისი თქმით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ  პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არ ზრუნავენ. 

 

“მე რომ მკითხონ რომ საუბრობთ, როგორ უნდა მოვიზიდოთ ელექტორატი არჩევნებზე – თითოეულმა,  ის ოპოზიციის ლიდერი იქნება,  თუ ნებისმიერი იქნება, სიმართლე უნდა უთხრან საზოგადოებას.

 

საზოგადოება დღეს არის გაურკვევლობაში. ამიტომ ჩვენ ჩვენს თავზე და ის პოლიტიკოსები და ის ლიდერები მარტო თავის კეთილდღეობაზე არ უნდა ფიქრობდეს. ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე, ვინ ვინ არის, ვინ საით მიდის, ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ იმ ამომრჩევლის მოზიდვას და იმ ხმების აღებას, უბრალოდ, ხალხი უნდა გამოვიყვანოთ გაურკვევლობიდან”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “პირველი ხაზი”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები