spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამაკაცი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, კლინიკაში გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა კლინიკაში გარდაიცვალა.

 

გურამ ქადეიშვილმა თვითდაზიანებები მკვლელობის შემდეგ მიიყენა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.

 

მკვლელობა თბილისში 19 სექტემბერს მოხდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე იყო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები